კიევის ობიექტებისთვის სახელების გადარქმევის პროცესში მიხაილ ბულგაკოვის ქუჩას ვახტანგ კიკაბიძის სახელი მიენიჭა

კიევის ქალაქის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სახელი შეეცვალოს უკრაინის დედაქალაქის ათ ობიექტს. მათ შორის არის ობიექტები, რომლებსაც რუსული კულტურის მოღვაწეთა სახელები ეწოდებოდა. მაგალითად, მიხაილ ბულგაკოვის ქუჩას მიენიჭა ქართველი მსახიობისა და მომღერლის, ვახტანგ კიკაბიძის სახელი. ალექსანდრ ბლოკის სახელობის ბიბლიოთეკას ამიერიდან უკრაინელი რეჟისორისა და თეატრალური პედაგოგის, იური ჰნატის სახელი ერქმევა.
ქალაქის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ გადარქმევა აგრძელებს „დერუსიფიკაციისა და დეკომუნიზაციის პროცესს“.
ს მერის მოადგილემ, ვოლოდიმირ ბონდარენკომ, განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქი თავისუფლდება „სახელწოდებებისგან, რომლებიც გავლენას ახდენდა ჩვენი ეროვნული ცნობიერების დამახინჯებაზე“. „მრავალსაუკუნოვან კიევში არ უნდა დარჩეს დასახელებები, რომლებიც დაკავშირებულია აგრესორ ქვეყანასთან, მის საბჭოთა და იმპერიულ წარსულთან“, აღნიშნა მან.
ბელგოროდის ქუჩას დაერქვა მწერლისა და უფლებადამცველის, ვასილ ოვსიენკოს ქუჩა. შესახვევს, რომელიც რუსი გამომგონებლის, პიოტრ იაბლოჩკოვის სახელს ატარებდა, ამიერიდან ერქმევა კომპანიის შესახვევი – XVII-XVIII სს. ზაპოროჟიეს ლაშქრის თავისუფალი დაქირავებული პოლკების პატივსაცემად.
ქალაქის ობიექტების ახალი დასახელებებიდან ბევრი შეირჩა კენჭისყრის შედეგად, რომელიც ინტერნეტში ჩატარდა სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით.
მ, ისევე როგორც ბევრმა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ, სსრკ-ს შემადგენლობიდან გასვლის შემდეგ კურსი აიღო „დესოვეტიზაციასა და დერუსიფიკაციაზე“, რაც გამოიხატება იმაში, რომ უარს ამბობენ საბჭოთა მემკვიდრეობასა და რუსულ კულტურულ კომპონენტზე ეროვნული ენისა და კულტურის აღორძინების სანაცვლოდ. 2014 წელს ს ანექსიისა და განსაკუთრებით 2022 წელს უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს პროცესი საგრძნობლად გაძლიერდა.