კიევის მიერ სანქცირებულთა სია გაფართოვდა. Ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას სანქცირებულთა სიაში კიდევ 5 პირის შეყვანის შესახებ, მათგან ორი რუსია, სამი კი უკრაინელი.

• იულია ლატინინა – რუსი ჟურნალისტი და მწერალი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას მხარს უჭერს და ამბობს, რომ „უკრაინა საკუთარი ტერიტორიების ამპუტაციას უნდა შეეგუოს.“
• ტატიანა აქსენენკო – რუსი სამხედრო პროპაგანდისტი, არხის „«Архангел Спецназа» ადმინისტრატორი.
• გენადი ბალაშოვი – ბიზნესმენი, პარტია „5.10“-ის ლიდერი, ყოფილი სახალხო დეპუტატი და პრეზიდენტობის კანდიდატი (2019)
• ნატალია კოროლევსკა – იანუკოვიჩის მთავრობის სოციალური პოლიტიკის ყოფილი მინისტრი და ყოფილი პარლამენტარი.
• ანდრეი სერებრიანსკი – ბლოგერი და ტელეწამყვანი, რომელიც 2019 წელს რადას დეპუტატობაზე იყრიდა კენჭს.
