ს მერმა 25 აპრილი გლოვის დღედ გამოაცხადა

კიევზე ს ჯარების მასირებული შეტევის მსხვერპლთა პატივსაცემად 25 აპრილი უკრაინის დედაქალაში გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაცია სოციალური ქსელებით გამოაქვეყნა ს მერმა ვიტალი კლიჩკომ.
ს საოკუპაციო ძალებმა კიევზე რაკეტებით და დრონებით შეტევა 24 აპრილს, შუაღამის შემდეგ მიიტანეს.
დღის სამი საათის მონაცემებით, კიევში დაიღუპა 8 და დაშავდა 77 ადამიანი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპიკერმა პავლო პეტროვმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას” უთხრა, რომ ნაპოვნია 8 იდენტიფიცირებული ცხედარი და სხეულის ნაწილები. პეტროვის თანახმად, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, ეს ნაწილები მეცხრე დაღუპულისაა, თუ უკვე ამოცნობილების.
კიევში ყველაზე მეტად დაზარალდა სვიატოშინსკის რაიონი, სადაც სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეულია მრავალბინიანი სახლი და დაზიანებულია ახლომდებარე შენობები.
რუსული რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ უკრაინის ათამდე რეგიონშიც.
დანგრეული ან დაზიანებულია სახლები, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები, საწარმოები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია