კიევის მერი თვლის, რომ ზელენსკი რთული არჩევანის წინაშეა ახლა, როცა აშშ-ში არჩევნები ახლოვდება

უკრაინის პრეზიდენტი პოლიტიკურად რთული პერიოდის წინაშე დგას, რადგან ნოემბერში შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, განაცხადა ს მერმა, ვიტალი კლიჩკომ იტალიურ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.
“უნდა გავაგრძელოთ ომი ახალი სიკვდილითა და ნგრევით თუ უნდა განვიხილოთ ტერიტორიული კომპრომისი [ს პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინთან?” – შეკითხვა დასვა კლიჩკომ.
“რა ნაბიჯიც უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი რისკავს, რომ სიცოცხლე პოლიტიკური თვითმკვლელობით დაასრულოს,” – თქვა კლიჩკომ და დასძინა, რომ ზელენსკის, დილემის გადასაწყვეტად, სავარაუდოდ, “მოუწევს მიმართოს რეფერენდუმს” და ისიც დასძინა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია “სახალხო ლეგიტიმურობის გარეშე”.
ფორუმი