კიევის თანახმად, ATACMS-ები გამოიყენა რუსეთში სამიზნის წინააღმდეგ

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით გამოიყენეს ATACMS ტაქტიკური სარაკეტო სისტემები რუსეთში სამხედრო ობიექტებზე მაღალი სიზუსტის დარტყმის განსახორციელებლად“, ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.
კონკრეტულად რა სამიზნეებზეა ლაპარაკი, არ არის ნახსენები.
უკრაინული ტელეგრამის არხები, რომლებიც აკვირდებიან ს ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებს, ვარაუდობენ, რომ სამიზნე შესაძლოა ვორონეჟი იყოს.
დღეს შუადღისას ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა „უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის შესახებ“. მოგვიანებით მან განმარტა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა „რამდენიმე საჰაერო სამიზნე გაანადგურეს“ ვორონეჟის ცაზე.
ზაფხულის მიწურულს Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრ სახლში ს დაბრუნების შემდეგ შემოღებულ იქნა მაღალი დონის დამტკიცების პროცედურა (რაც ნიშნავს პირადად თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთს) უკრაინისთვის მიწოდებული შორი მოქმედების იარაღის გამოსაყენეოლად ს ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ. ეს ეხებოდა ATACMS რაკეტებს, ასევე ბრიტანულ-ფრანგულ Storm Shadow ფრთოსან რაკეტებს.
ფორუმი