კიევის სარაკეტო დაბომბვას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 35 კი დაშავდა, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“.
რუსეთმა უკრიანის დედაქალაქი დღეს, 7 თებერვლის დილას დაბომბა.
გარდა ამისა, ქალაქს მიადგა ინფრასტრუქტურული ზიანიც, რამდენიმე ადგილას იყო ხანძარი, ხოლო კიევის ნაწილი ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე დარჩა.
„ვუსამძიმრებ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა. ნამდვილად ვიძიებთ შურს. ტერორისტები ყოველთვის აგებენ პასუხს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.