კიევის განცხადებით, რუსეთის 4 რაკეტა და 15 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის განცხადებით, მისმა ძალებმა, გასული ღამის განმავლობაში რუსული ძალების მიერ გაშვებული ორი Iskander-M ან KN-23 ბალისტიკური რაკეტა და ორი ფრთოსანი რაკეტა Kh-59 ჩამოაგდო. ასევე, 15 თავდასხმის დრონი.
საინფრომაციო სააგენტო „როიტერი“, თვითმხილველებზე დაყრდნმობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორშაბათს გვიან ღამით, კიევში განგაშისა და რამდენიმე აფეთქების ხმა იყო. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის შენაერთებმა, შემომავალი რაკეტები შეაჩერა.
ს რეგიონის გუბერნატორმა რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ საცხოვრებელ ან კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე პირდაპირი დარტყმა არ მომხდარა. მისი თქმით, ნამსხვრევებმა რეგიონში საცხოვრებელი კორპუსის, საოფისე შენობის და ორი ბენზინგასამართი სადგურის ფანჯრები დააზიანა.
კიევის სამხედრო ხელისუფლების ხელმძღვანელმა სერხი პოპკომ განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფები მოქმედებდნენ ქალაქში და კიევის მიმდებარე რეგიონში.
მიკოლაივის სამხრეთ რეგიონის გუბერნატორმა თქვა, რომ მის რეგიონში, საჰაერო ძალებმა, შაჰედის 13 დრონი გაანადგურა. თავდასხმას სამი ხანძარი მოჰყვა, ასევე დაზიანდა სამი საცხოვრებელი კორპუსი, სარეკრეაციო ცენტრი და კომუნალური შენობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია