ს ბავშვთა საავადმყოფოზე ს თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი

რუსეთის თავდასხმის შედეგად საავადმყოფო დაზიანდა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი, დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდიტი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ში, არამედ მთელს ევროპაში.
„ახლა ყველა გვეხმარება ნანგრევების გაწმენდაში: ექიმები, ჩვეულებრივი ხალხი. არ შეიძლება, რუსეთმა არ იცოდეს, საით მიფრინავს მისი რაკეტები და პასუხი უნდა აგოს ხალხის, ბავშვების და ზოგადად კაცობრიობის წინაშე ჩადენილ ყველა დანაშაულზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ახლა არ გაჩუმდეს ამაზე და ყველამ დაინახოს, რა არის და რას აკეთებს“, – აცხადებს ზელენსკი.
მოგვიანებით, ს საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, მიხაილ შამანოვმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 2 და დაშავებულია 15 ადამიანი.
ამასთან, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ბავშვთა ეროვნული სპეციალიზებული საავადმყოფოს დასახმარებლად თანხის შეგროვება დაიწყეს.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევის „ოხმატდიტის“ საავადმყოფო ში ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფოა, სადაც 620 საწოლია განთავსებული და ყოველწლიურად 18 ათასამდე ბავშვი მკურნალობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი