კიევიდან უპასუხეს სლოვაკი მინისტრის განცხადებას რუსეთისთვის პატიების შესახებ

უკრაინის საგარეო საქმეათა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ უპასუხა ს საგარეო საქმეთა მინისტრ იურაი ბლანარის განცხადებას, რომ დასავლეთმა რუსეთთან თანამშრომლობის საშუალება უნდა გამონახოს და იქნებ აპატიოს კიდეც.
დღეს, 30 ივნისს სიბიჰამ სლოვაკ კოლეგას მიმართა, რომ იმუნიტეტის გრძნობა, რომელიც რუსეთს აქვს, მის დანაშაულთა ძირითადი მიზეზია.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ გულუბრყვილობაა ელოდო, რომ დამნაშავე გაჩერდება, თუ მას კი არ დასჯიან, დანაშაულს აპატიებენ.
მეორე ლოყაში დაგარტყამთ“, – წერს სიბიჰა და დასძენს, რომ ვისაც არავინ დაუკარგავს, მსგავსი განცხადებების უფლება არ აქვს.
29 ივნისს უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ სოლოვაკეთის მაუწყებელ STVR-თან საგარეო საქმეთა მინისტრ იურაი ბლანარის ინტერვიუზე დაყრდნობით წერდა, რომ მან ში ომის დასრულების გზად დაასახელა რუსეთთან კომუნიკაცია, დიპლომატიური საშუალებები და საერთაშორისო სამართლის დაცვა.
ბლანარის განცხადებით, დასავლეთმა რუსეთთან თანამშრომლობის საშუალება უნდა გამოძებნოს და შეიძლება, აპატიოს კიდეც, რაც მოხდა.
ევროკავშირისა და ნატოს წევრი სლოვაკეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მეთაურობით, რუსეთის ხელისუფლებასთან კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც.
სლოვაკეთი უნგრეთთან ერთად ბლოკავს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებას.
ფორუმი