კიევთან რუსეთის მიერ მოწყობილი ტერაქტის შედეგად ორი სამართალდამცავი დაშავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიუკრაინის პოლიციის განცხადებით, 23 მარტის დილის საათებში ბუჩაში მომხდარი აფეთქებების შედეგად ორი სამართალდამცავი დაშავდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ეჭვმიტანილი, რომელიც რუსულმა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს, რამდენიმე საათში დააკავეს. მან მობილური ტელეფონის საშუალებით დისტანციურად აამოქმედა ორი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.
პირველი აფეთქება დილის 05:35 საათზე საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა, ხოლო მეორე ადგილზე მისული სამართალდამცავებისა და მაშველების რეაგირების დროს.
გამოძიების მიხედვით, ასაფეთქებელი მოწყობილობები კორპუსის შესასვლელთან და ნაგვის კონტეინერთან იყო განთავსებული.
დაშავებული სამართალდამცავები ჰოსპიტალიზებულები არიან, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.