კიევზე სარაკეტო შეტევა იყო

დღეს, 20 დეკემბერს, დილით ს სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევებმა ხანძრები გამოიწვია ქალაქის ოთხ რაიონში.
ს სამხედრო-საქალაქო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. დაზიანებულია სახლები, საოფისე შენობები და გაზსადენი.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგი პოპკოს განცხადებით, საოკუპაციო ძალებმა კიევს სავარაუდოდ, აერობალისტიკური რაკეტებით „კინჟალი“ და ბალისტიკური „ისკანდერით” შეუტიეს.
სარაკეტო შეტევამდე, გასული ღამის განმავლობაში კიევსა და კიევის ოლქზე დრონებით თავდასხმა იყო.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონში ხანძარი გაჩნდა რამდენიმე სასაწყობე შენობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს