კიევზე სარაკეტო შეტევა იყო, არიან დაშავებულები

რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. მერიის წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად დაშავდა 34 ადამიანი. 15, მათ შორის 2 ბავშვი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ს დნეპრის და დარნიცკის რაიონებში, სულ მცირე სამ ადგილას ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია რამდენიმე სახლი და წყლით მომარაგების სისტემის მილები. დამწვარია რამდენიმე ავტომობილი.
უკრაინის საჰაერო ძალებმა ადგილობრივი დროით 03:04 საათზე გამოაქვეყნეს გაფრთხილება მოსალოდნელი სარაკეტო შეტევის შესახებ. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, მალევე კიევში გაისმა აფეთქებების ხმა და საჰაერო განგაშის სისტემა მხოლოდ შემდეგ ჩაირთო. ამას ადასტურებს კიევში ბრიტანული BBC-ს კორესპონდენტიც.
ბოლო დღეებში კიევზე უკვე მესამე სარაკეტო იერიში განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩინეთი არის სწორედ ის ზესახელმწიფო, რომელსაც ყველამ უნდა მიბაძოს – გასული 45 წლის განმავლობაში ჩინეთს არცერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა და ეს ზესახელმწიფო თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იყო პროგრესზე

ირაკლი კობახიძე – იმედი მაქვს, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, მსოფლიოს მასშტაბით მეტად იქნება წახალისებული მშვიდობა – მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობაზე