კიევზე რუსეთის საჰაერო იერიშს 6 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა კიევს 30-31 ივლისის ღამეს რაკეტებითა და დრონებით შეუტია, რასაც სულ მცირე ექვსი ადამიანის, მათ შორის ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მათივე თქმით, გარდა დაღუპულებისა, ათეულობით ადამიანი დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ, გამოაქვეყნა ვიდეო დამწვარი ნანგრევების კადრებით და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში ადამიანები ჯერ კიდევ მოყოლილები იყვნენ.
„საშინელი დილაა კიევში. ბარბაროსული რუსული დარტყმები მთლიანად ანადგურებს საცხოვრებელ შენობებს და აზიანებს სკოლებსა და საავადმყოფოებს,“ – დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ზე და თან გუშინდელი ღამის მოვლენების ა სახველი ფოტო დაურთო.
It’s a horrible morning in Kyiv. The brutal Russian strikes destroyed entire residential buildings and damaged schools and hospitals. Civilians are injured and killed. There are still people under the rubble. It is probably time to reduce to zero all of the timeframes that had… pic.twitter.com/BDC8384ygV — Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) July 31, 2025
-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც უკმაყოფილება გამოხატა თავისი რუსი კოლეგის მიმართ, ამ კვირაში შეამცირა ვლადიმირ პუტინისთვის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკების ვადა.
ტრამპის თქმით, იმედგაცრუებულია ს პრეზიდენტით, თ.
„მე ბევრი ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს, ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს… მაგრამ პუტინი გამოდის და იწყებს რაკეტების გაშვებას რომელიმე ქალაქში, მაგალითად, კიევში, და კლავს უამრავ ადამიანს მოხუცებულთა თავშესაფარში ან სადმე სხვაგან, ყველგან გვამები ყრია… ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით. ვაპირებ, ის 50 დღე, რომელიც მას მივეცი, შევამცირო, რადგან ვფიქრობ, რომ უკვე ვიცი პასუხი, რა მოხდება შემდეგ“, – განაცხადა ტრამპმა.
„პრეზიდენტი ტრამპი ძალიან გულუხვი და მოთმინებით სავსე იყო პუტინთან ურთიერთობაში, რათა გამოსავალი მოეძებნა,“ – დაწერა სიბიჰამ.