კიევზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის რვა მცხოვრები, მათ შორის სამი წლის ბავშვი დაშავდა

კიევზე ს მიერ ღამით განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის რვა მცხოვრები, მათ შორის სამი წლის ბავშვი დაშავდა, – ინფორმაციას Reuters უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, შუაღამის შემდეგ მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებულთაგან ოთხი ჰოსპიტალიზებულია, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.
რუსული სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შესახებ გაფრთხილების გამო დედაქალაქი კიევი და უკრაინის დიდი ნაწილი ღამით რამდენიმე საათის განმავლობაში საჰაერო თავდასხმის საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა.