კიევზე რუსეთის თავდასხმების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, 117 ადამიანი კი დაშავდა

კიევზე განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა. დაიღუპა 27 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
მაშველები შემთხვევის ადგილზე მუშაობას ამ დრომდე განაგრძობენ, მობიზილებულია სპეციალური ტექნიკა.
ამასთან, რუსული მხარის მიერ მასიური თავდასხმების შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 64 დაშავდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მასიური თავდასხმის დროს რუსებმა გამოიყენეს 38 სხვადასხვა რაკეტა, ახალი ჰიპერბგერითი იარაღი, მათ შორის „კინჟალის“ და „ისკანდერ ემის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები, ასევე „ცირკონის“, „ხ-101“-ის, „კალიბრის“, „ხ-22“-ის ტიპის რაკეტები.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა