კიევზე ს დარტყმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 10 პირი

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა ღამით კიევში, მას შემდეგ, რაც ს მიერ ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებულმა დარტყმამ ძლიერი აფეთქებები და ხანძრები გამოიწვია უკრაინის დედაქალაქში – აცხადებს ქალაქის სამხედრო მმართველობა 25 ოქტომბერს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა ფართო იერიში განახორციელა მთელი ქვეყნის მასშტაბით – როსტოვის და კურსკის რეგიონებიდან გაშვებულ იქნა Iskander-M-ის ტიპის ცხრა ბალისტიკური რაკეტა, რამდენიმე ადგილიდან, მათ შორის ოკუპირებული დან გაუშვეს 62 თავდამსხმელი დრონი.
უკრაინის არმია აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო ოთხი რაკეტა და 50 დრონი.
თავდასხმათა ესკალაციის ფონია მოსკოვიდან წამოსული ახალი დიპლომატიური სიგნალი. ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში პრეზდიენტ ვლადიმირ პუტინის საგანგებო წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი ამბობს, რომ მისი აზრით , და რუსეთი “საკმაოდ ახლოს” არიან დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევასთან.
დმიტრიევი -ში იმყოფება და ამერიკული მედიის ცნობებით, იგი მაიამიში შეხვდება პრეზიდენტ ს საგანგებო წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს.
ფორუმი