კიევზე დრონებით შეტევა იყო, არიან დაჭრილები

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. დარნიცკის რაიონში დაზიანებულია მრავალბინიანი კორპუსი. არიან დაჭრილები.
საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ, 27 ივლისს ღამით დაიწყო და 28 ივლისის 04:50 საათამდე გაგრძელდა.
ს საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დარნიცკის რაიონში დაიჭრა 8 ადამიანი, მათ შორის 3 წლის ბავშვი. ოთხს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
27 ივლისს, საღამოს რუსული დრონებით შეტევა იყო სუმის ოლქის იუნაკოვსკის რაიონზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთი დრონი მოხვდა სამგზავრო ავტობუსს. დაიღუპა 3 და დაიჭრა 20 მშვიდობიანი მოქალაქე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ანატოლი გიგაურის ადვოკატი – ორი მიმართულება აქვს მოსამართლეს, ან ბრალდებული უნდა გამართლდეს, ან უნდა გაამტყუნოს – მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად გადაკვალიფიცირების შესაძლებლობა არის, მაინც იმისკენ ვიხრები, რომ ან გაამართლებს ან გაამტყუნებს

ლევან სანიკიძე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაზე – ბიძინა ივანიშვილი რომ სანქცირებულია, მილიარდობით დოლარი რომ დაკარგა და გაეყინა, ახლა დაკავებულია ამ მოპარული, „ქეში“ ფულის ამოღებით