„კიდევ შენ ხარო? მირტყამდნენ და მაგინებდნენ“ — გრიგორიადისი გაათავისუფლეს

რამდენიმე დღის წინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გაათავისუფლეს.
გრიგორიადისის თქმით, ის პარლამენტის წინ იდგა მეგობართან ერთად, როცა მოქალაქეების დაკავება დაიწყეს, მათ დახმარებას ცდილობდა, როცა პოლიციელებმა კორდონში შეითრიეს.
„საერთოდ ვერ მივხვდით, რაზე დაგვაკავეს. იქ ბევრი ადამიანი დააკავეს კიდევ. გზაში გვირტყამდნენ, გვცემდნენ, გვაგინებდნენ, გვიღებდნენ თან ამავდროულად. რომ ჩამოგატარებენ და გზადაგზა გირტყამენ და გაგინებენ… „კიდევ შენ ხარო?“ თან მირტყამდნენ და თან მაგინებდნენ“, — გაუცხადა გრიგორიადისი.
ლაზარე გრიგორიადისი, გათავისუფლებიდან სამ კვირაში, 14 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.