კიდევ უფრო სამარცხვინოა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც შეიწყალა და ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი, რომელიც აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის სროლის ჰეროიზაციას

კიდევ უფრო სამარცხვინოა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც შეიწყალა და ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი, რომელიც აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის სროლის ჰეროიზაციას
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი -ს გენერალური პროკურორის, პემ ბონდის განცხადებას ეხმიანება, სადაც მან მოლოტოვის კოქტეილის სროლა შიდა ტერორიზმად შეაფასა.
დეპუტატის თქმით, -ს გენერალური პროკურორის განცხადების ფონზე უფრო სამარცხვინო ჩანს ს მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება. მისი განმარტებით, ასევე სამარცხვინოა ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი, რადგან სწორედ მათი მხრიდან ფინანსდებოდა კამპანია „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“.
„აბსოლუტურად ვეთანხმები აშშ-ს გენერალურ პროკურორს იმიტომ, რომ თავდასხმა პოლიციელებზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ცეცხლის წაკიდება ცოცხალი ადამიანებისთვის შეუძლებელია სხვანაირად შეფასდეს თუ არა ტერორიზმად და ბუნებრივია, ასე უნდა მივუდგეთ ჩვენც.
ამის ფონზე, კიდევ უფრო სამარცხვინოა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც შეიწყალა ლაზარე გრიგორიადისი, ადამიანი- რომელიც პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდა და მათ ცოცხლად დაწვას ცდილობდა. კიდევ უფრო სამარცხვინოა ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი, რომელიც აფინანსებდა კამპანიას- „მე ვარ ლაზარე გრიგორიადისი“ და ამით ახდენდა მოლოტოვის კოქტეილის სროლის ჰეროიზაციას. კამპანიის მეორე ნაწილი იყო – „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“. ეს არის სამარცხვინო და ორმაგი სტანდარტი,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.
Previous: ამ ეტაპზე მოგვიწევს მომავალ წელს გადავიტანოთ სამუშაოები – რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე

ასევე დაგაინტერესებთ

რაც ჯარით და ომით ვერ დაათმობინა რუსეთმა უკრაინას, დასავლური ძალების დიდი ნაწილი, მაგალითად შეერთებული შტატები, ცდილობს უკრაინამ ხელი მოაწეროს ნახევრად კაპიტულაციურ ხელშეკრულებას და ტერიტორიები დათმოს მშვიდობით

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში