„კიდევ უფრო მეტად დაუცველები ვართ, ვიდრე აქამდე ვიყავით“ – თენგიზ ფხალაძე

პრობლემა ის კი არ არის, რომ ლავროვი იძახის: „3+3 ფორმატში“ საქართველოს ადგილი თავისუფალია, პრობლემა ისაა, რომ როდესაც ევროკავშირის გაფართოებაზე შეხვედრა იმართება თავმჯდომარე ქვეყნის მოწვევით, იქ საქართველოს სკამი ცარიელია , – ამის შესახებ ჯიპა-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „3620 გრადუსში“ განაცხადა, რითაც ს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში და კარი ღიაა.
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოს დაემუქრა და მუქარა მომავალში გაცილებით უფრო მკაცრად იქნება ნათქვამი.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს რამდენიმე განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველო იყო ნახსენები, მათ შორის იყო ის, რომ ნატომ უკან უნდა წაიღოს 2008 წლის დაპირება, რაც გულისხმობს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.
კიდევ უფრო მეტად დაუცველები ვართ, ვიდრე აქამდე ვიყავით. ჩვენ მოვახერხეთ ურთიერთობების გაფუჭება -სთან, სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია, მოვახერხეთ ურთიერთობის გაფუჭება ევროკავშირთან.
პოლონეთის თავმჯდომარეობით გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ასევე, იყო საქართველოს სკამი ცარიელი დატოვებული. ეს შეხვედრა ეხებოდა ევროკავშირის გაფართოებას. პრობლემა ის კი არ არის, რომ ლავროვი იძახის: „3+3 ფორმატში“ საქართველოს ადგილი თავისუფალია და ველოდებით, პრობლემა ისაა, როდესაც ევროკავშირის გაფართოებაზე შეხვედრა იმართება თავმჯდომარე ქვეყნის მოწვევით, იქ საქართველოს სკამი ცარიელია. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა.
ამ ტურბულენტობაში ყველაზე საშინელი სცენარი რომ წარმოვიდგინოთ – მართლაც მოხდა უკრაინის დანაწევრება და პუტინმა მიიღო ის, რაც უნდა, დღევანდელ განცხადებებში გამოჩნდა, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები. რუსეთი ფაქტობრივად დაემუქრა საქართველოს. მუქარას რუსები არასდროს მალავდნენ და დღეს, კიდევ ერთხელ ითქვა, მომავალში კიდევ უფრო მკაცრად ითქმება“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში.