კიდევ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ – კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ აპირებს.
ამის შესახებ მან დღეს, 16 ივლისს, „ქართული ოცნების“ ახალი ცენტრალური ოფისისა და წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, დღეს ვხსნით „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას და „ქართული ოცნების“ ახალ ცენტრალურ ოფისს. პარტიის დაფუძნებიდან 12 წლისთავზე „ქართულ ოცნებას“ ექნება საკუთარი, თანამედროვე ოფისი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ჩვენ კიდევ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ირაკლი მ.
როგორც კობახიძემ განაცხადა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ სლოგანია: „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ“.
„არჩევანი არასოდეს ყოფილა ისეთი იოლი, როგორიც არის დღეს. ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს: ურჩევნია ომი თუ ურჩევნია მშვიდობა, ურჩევნია მონური თუ ღირსეული დამოკიდებულება გარე ძალების მიმართ, აირჩევს ლიბერალურ ბოლშევიზმს თუ აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, აირჩევს ბნელ წარსულს თუ აირჩევს ერთიანი საქართველოს ევროპულ მომავალს
დღეს „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის 60 პროცენტი უჭერს მხარს. ბევრისთვის შეიძლება გასაკვირი იყოს, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ, მმართველი პარტია საზოგადოების ასეთი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. თუმცა, სინამდვილეში, გასაკვირი მხოლოდ ისაა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ამდენი დანაშაულის ფონზე, ჯერ კიდევ ხმების თითქმის 30 პროცენტის მიღებას ახერხებს. ეს არის ტრაგიკული მოვლენა, რომელიც თავიდან ბოლომდე გარედან არის თავს მოხვეული და ზუსტად ისეთივე შეუსაბამობაშია მრავალსაუკუნოვან ქართულ კულტურასთან, როგორც საუკუნის წინ საქართველოში ბოლშევიზმის აღზევება იყო“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ