“კიდევ ორი წლით დაგტოვებთ, ოღონდ ბუდუ არ გააკარო”– კალაძე-კობიაშვილმა უთხრესო” – რას წერს კოტე კემულარია

პარტიის “ტრიბუნა” წევრი, კოტე კემულარია, ფეხბურთის საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ მისი გადასაწყვეტია ვის ათამაშებს და ვის არა და მხოლოდ ბრიყვები აკრიტიკებენ და წერს:
საქართველოში ძალიან უყვართ ფეხბურთი, განიცდიან შეცდომებს, რომელთა გამოც მათი საყვარელი გუნდი ვერ აღწევს შედეგს.
მათ აქვთ სრული უფლება გააკრიტიკონ მწვრთნელი, მათი აზრით არასწორი მოქმედების გამო. ბევრი, ძალიან ცნობილი მწვრთნელი გაუშვიათ გუნდიდან, გულშემატკივართა ერთსულოვანი მოთხოვნის გამო. დაქირავებული უცხოელი მწვრთნელი, რომლისთვისაც კონტრაქტის პირობები-ვადა და ფული არის მთავარი, არ უნდა ბედავდეს იმ ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც სტუმრად არის, სწორედ საფეხბურთო მიზეზებით მისი კრიტიკის გამო, “ვიღაც ბრიყვები” უძახოს. ქართველ მწვრთნელს რომ პარიზში, მისი გაკრიტიკების გამო, ფრანგი გულშემატკივრებისთვის ბრიყვები ეძახა, მას რას უზამდნენ??? სანიოლიღა გვაკლდა თბილისში დიქტატორად. თავად გაუზრდელმა და ბრიყვმა ამის გამო ქართველებს ბოდიში უნდა მოუხადოს. სანიოლს არ უსწავლებია ჩვენი გენიოსი ბიჭებისთვის ფეხბურთის თამაში და ზედმეტს ნუ აიღებს თავის თავზე. მას შარშან ორი წლით გაუხანგრძლივეს კონტრაქტი. 2025 წელს ვადა ეწურება. “კიდევ ორი წლით დაგტოვებთ. ქართველი გულშემატკივარიც დაიკიდე. ოღონდ ბუდუ არ გააკაროო”—მისმა პროტეჟეებმა კალაძე-კობიაშვილმა უთხრესო”.

ასევე დაგაინტერესებთ