კიდევ ერთ აქტივისტს შეუფარდეს 7-დღიანი პატიმრობა წულუკიანის სახლთან აქციის საქმეზე

სადავო პარლამენტის წევრის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ს სახლთან 12 აპრილს გამართული აქციის საქმეზე დღეს კიდევ ერთ დემონსტრანტს შეუფარდეს პატიმრობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 6 ივნისს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა აქტივიტს ბექა პაპაშვილს.
გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.
პაპაშვილი ერთ-ერთი იყო იმ მოქალაქეთა შორის, რომლებიც 12 აპრილს, ნაშუაღამევს პროტესტის ნიშნად სპონტანურად შეიკრიბნენ ს სახლთან მას შემდეგ რაც მან საქართველოს ეროვნულ გმირ, აგვისტოს ომის დროს სასტიკად მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე საუბრისას განაცხადა:
„ყველა ბავშვს სჭირდება მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ბექა პაპაშვილმა აქციაზე სამართალდარღვევა ჩაიდინა როდესაც „ყველა მოღალატის“ მისამართით შეიგინა.
სასამართლოში მყოფმა თინა ბოკუჩავამ, – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, – თქვა, ბექა პაპაშვილი დააპატიმრეს „წულუკიანისთვის მოღალატის სახელის დარქმევისთვის“.
ორი დღით ადრე, 4 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა კიდევ ერთ აქტივისტს, ალბი კორძაიას, – რომელსაც ამავე აქციისას თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდა.

ამასთან, 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ამავე მოსამართლემ, მანუჩარ ცაცუამ, 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა აქტივისტებს, თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს, რომლებსაც „ქართული ოცნების“ წევრ მარიამ ლაშხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა. მესამე აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი კი, 4 000 ლარით დააჯარიმეს.
დეპუტატების სარჩელების საფუძველია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა – სასჯელი პოლიტიკოსის შეურაცხყოფისთვის შეიძლება იყოს ჯარიმა 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე ვადით.