გსმენიათ მომღერალ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ? – როგორც აღმოჩნდა, საქართველოს კიდევ ერთი პოპულარული ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს.
ბოლო დღეებში ის რუსული ყვითელი პრესის განხილვის თემაა.
საქმე ისაა, რომ რუსეთში გაიმართა მომღერლების დაჯილდოების ცერემონია “ოქროს გრამაფონი”, სადაც ხვიჩა კვარაცხელია ექსტრავაგანტური სამოსით მივიდა. წითელ ხალიჩაზე ის ფილიპ კირკოროვთან ერთად პოზირებდა.
კვარაცხელიას შავი კოსტიუმი ეცვა – შავი ხელთათმანებითა და უზარმაზარი შავი ბაფთით. მისი სტილი რუსულმა მედიამ გამოარჩია. “ეს სტილი ცერემონიის იმ რამდენიმე სამოსიდანაა, რომელიც ყურადღებას იმსახურებს. მომღერალი აშკარად მოემზადა წითელი ხალიჩისთვის. ღირდა თუ არა? – ეს კითხვა ღიად დავტოვოთ”, – წერს life.ru.
ხვიჩა კვარაცხელია მომღერლის გარდა ასევე არის ბლოგერი, მოდელი და ფოტოგრაფი. ის წლების წინ საქართველოში X ფაქტორშიც მონაწილეობდა.