კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი საფრანგეთის ლიგა 1-ში – გიორგი წიტაიშვილი „მეცმა“ ოფიციალურად წარადგინა

გიორგი წიტაიშვილი გიორგი მიქაუტაძის ყოფილ კლუბში, „მეცში“ ითამაშებს – საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდმა ქართველი ფეხბურთელი ოფიციალურად წარადგინა.
„„მეცმა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მეორე ახალწვეული წარადგინა. კლუბმა კონტრაქტი გააფორმა გიორგი წიტაიშვილთან, რომელიც „მეცში“ ს „დინამოდან“ გადავა.
წიტაიშვილს უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს და ფრანგულ კლლუბში იჯარით ითამაშებს. ის გიორგი მიქაუტაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენს გუნდში ითამაშებს.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერი ს „დინამოს“ ეკუთვნის. გასულ სეზონში იჯარით „გრანადაში“ (ესპანეთის მეორე დივიზიონი) გაატარა, სადაც 36 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. მას შეუძლია როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფლანგზე თამაში.
წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზეც ითამაშა. „მეცის“ ახალწვეული მოუთმენლად ელის, რომ თავისი ნიჭი და შესაძლებლობები „მეცში“ გამოავლინოს. კეთილი იყოს შენი მობრძანება, გიორგი“, – წერია „მეცის“ ოფიციალურ გვერდზე.
1tv.ge