გიგი აბუაშვილი „მეცში“ ითამაშებს – ქართველი თავდამსხმელი საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდმა დღეს ოფიციალურად წარადგინა.
„გიორგი წიტაიშვილის ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში გიორგი აბუაშვილის ჯერი დადგა, რომ „მეცში“ გადასულიყო. 22 წლის ფეხბურთელი ფოთის „კოლხეთმა“ ერთი სეზონით იჯარით გამოუშვა.
გიორგი აბუაშვილმა, რომელიც „დინამო თბილისში“ აღიზარდა, პროფესიონალებში სადებიუტო მატჩი 16 წლის ასაკში ითამაშა. კლუბის მაისურით მან რამდენიმე დამაჯერებელი შეხვედრა ჩაატარა. 2021 წლის ზაფხულში პორტუგალიის „პორტუში“ გადავიდა.
პორტუგალიის ჩრდილოეთით ის სარეზერვო გუნდში თამაშობდა. შემდეგ რუმინეთის „პეტროლულ პლოეშტში“ ჩაირიცხა, მერე კი სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა და კონტრაქტი გააფორმა ფოთის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთთან“.
პირველივე წლიდან აქტიურად მონაწილეობდა გუნდის უმაღლეს დივიზიონში დარჩენაში, 33 თამაშში ათი გოლი გაიტანა. მომდევნო წელსაც იგივე გააკეთა და 18 მატჩში რვა გოლი გაიტანა. ასეთმა თამაშებმა კარი გაუღო საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, რომლის ფორმითაც მან თავი გამოიჩინა 21-წლამდელების ევროპის ჩემპიონატზე – საფრანგეთის ნაკრების კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.
კეთილი იყოს შენი მობრძანება, გიორგი“, – წერია „მეცის“ განცხადებაში.
პირველი არხი
