სცენარისტი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
კიდევ ერთი უსახლკარო, შშმ პირი მოხუცი გარდაიცვალა ქუჩაში. ეტლიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა. სისხლიანი იყო სულ, მიშო ეხმარებოდა, ეტლში ჩასვა და სამჯერ გამოიძახა სასწრაფო. არცერთმა ბრიგადამ არ წაიყვანა და საღამოს გარდაიცვალა.
სამი დღით ვიყავი წასული, რასაც თავს ვერ ვაპატიებ ვერასდროს და დღეს რომ მივაკითხე, მითხრეს, რომ ცოცხალი აღარაა. გასასკდომი გულიც აღარ მაქვს.

რომ არავის არ ეძინოს ქუჩაში. შემოგვიერთდით, მეტი არავინ არის, ვინც ამათზე ზრუნავს. მარტო მე და ირაკლი კიდევ, რომ გავიხეთ, ყველგან მისვლას მაინც ვერ ვასწრებთ. გადავერთვებით, მხოლოდ ამ საქმეზე და მნიშვნელობა არ აქვს შეგვიძლია თუ არა, მაინც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მომწერეთ აქ -558181218.





ფულს ვაგროვებთ კონტეინერებისთვის, მათი საჭმელისთვის, წამლებისთვის, კლინიკაში გადაყვანისთვის და ადგილზე დასაძინებელის მოწყობისთვის.

ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
PayPal – [email protected]
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili.

ვისაც რა შეგვიძლია, გავაკეთოთ და ეს უზარმაზარი პრობლემა აუცილებლად მოგვარდება.
თქვენი, ყველასი იმედი მაქვს..