,,კიდევ ერთი საოცარი სტატისტიკა… რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან?” – რომან გოცირიძე

ეკონომისტი, ყოფილი პარალმენტარი, :
,,ფულის გათეთრების ამბავმა ისეთი თემები წამოსწია, რომელსაც სამწუხაროდ დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით და პროფესიულ დონეზე რაიმე სახის ანალიზიც არ ჩატარებულა. უფრო მეტიც, ღირებულებით გამოხატულებაში მილიარდობით დოლარის ეკვივალენტი და ფიზიკური მოცულობოთ ათეულობოთ ტონობით ნაღდი უცხოური ვალუტა გადის და შემოდის ქვეყანაში, როგორც ლეგალურად, ასევე არალეგალურად და ამის შესახებ არაფერს ამბობს არც ეროვნული ბანკი და არც მთავრობა, უფრო მეტიც, ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშებში ერთი სიტყვითაც კი არაფერი წერია ამაზე.
კიდევ ერთი საოცარი სტატისტიკა. საბაჟოს ოფიციალური მონაცემებით 2020 წელს მხოლოდ თბილისის აეროპორტიდან გატანილი იქნა 2,5 მილიარდი რუსული რუბლი, რაც უხეში გათვლებით დაახლოებით 28 მილიონი დოლარია. ამაში გასაკვირი არაფერია, არც თუ ისე დიდი რაოდენობის ფულია და მისი აბსოლუტური უმეტესობა, ალბათ 99 პროცენტი, ინკასაცია იქნებოდა, ანუ კომერციული ბანკების მიერ უცხო ქვეყანაში( რუსეთში) გახსნილ ანგარიშებზე ნაღდი ფულის შეტანა.
2021 წელს რუსული ნადი კუპიურების გატანამ თბილისის აეროპორტიდან იმატა, გავიდა 3,5 მილიარდი რუბლი( 39 მილიონი დოლარი).
ში ს შეჭრის შემდეგ იწყება რაც იწყება. საოცარი ამბები დატრიალდა. 2022 წელს გატანილი იქნა 43,6 მილიარდი რუსული რუბლი( 485 მილიონი დოლარი), ხოლო 2023 წელს 430 მილიარდი რუბლი, რაც 4,8 მილიარდი დოლარის ტოლია.
ეს ყველაფერი ხდება ლეგალურად, თბილისის აეროპორტიდან, ანუ ამაში არ შედის არც ქუთაისის და ს აეროპორტები და არც 8 სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნტი( სადაც მნიშვნელოვანი მოძრაობაა ლარსზე და სარფზე).
რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან? თუ მილიარდობით რუბლი გადის, ესეიგი შემოდის. შემოსული რუბლებით ხდება უცხოური ვალუტის ჩვენს ტერიტორიაზე შეძენა და გატანა( ძირითადად რუსეთში), მისი ნაწილის საქართველოში ინვესტირება( უძრავი ქონების და ბიზნესის შეძენა), ნაწილის კონვერტირება ლარებში და აქ დახარჯვა( ინვესტირება და ყოველდღიური საჭიროებებისთვის გამოყენება).
2023 წელს მხოლოდ თბილისის აეროპორტიდან მხოლოდ ნაღდი კუპიურების სახით საბაჟოს ოფიციალური მონაცემებით გავიდა 1,9 მილიარდი ამერიკული დოლარი. ვინ გაიტანა და რომელ ქვეყანაში, უცნობია. რუბლების აბსოლუტური უმრავლესობა გააქვთ ბანკებს, დებენ რა რუსეთის ბანკებში საკუთარ ანგარიშებზე, რომლითაც ქართველ იმპორტიორებს ემსახურებიან, რასაც ვერ ვიტყვით გატანილ დოლარებზე.
უამრავი კითხვა იბადება, ხელისუფლება კი დუმს. დუმილი ყოველთვის ოქრო არ არის, მით უმეტს, როცა საქმე ნამდვილ ოქროს ეხება. ვალუტა რომ ოქროა, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება.“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რა დაპირებაც გაიცა ივანიშვილის მხრიდან 2 წლის წინ, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, იქნება პირნათლად შესრულებული, რაზეც მე ვიღებ პასუხისმგებლობას – წელიწადნახევრის განმავლობაში თუ ნახავენ ერთ კორუფციის ნიშანს მაინც, მზად ვარ ვუპასუხო

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, იქ ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება – ევროპა მოლდოვის დაკარგვას ვერ დაუშვებს