კიდევ ერთი ექსპერიმენტი და სრულიად განსხვავებული იმიჯი – ლელა წურწუმია ჩვენ გაოცებას არ წყვეტს – Marao
კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩასა და ლელა წურწუმიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლელა და მამულიჩა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“, აქტიურად აქვეყნებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერების მხრიდან კი მუდმივად დადებით შეფასებებს იღებენ.
კახასა და ლელას დიდი ოჯახი აქვთ. მათ საერთო შვილი, მარიამი ჰყავთ, ხოლო მამულიჩას პირველ ცოლთან, ნინო ნოზაძესთან, ერთი შვილი, ნიკოლოზი ჰყავს. 2018 წელს კახი მამულაშვილი პირველად გახდა ბაბუა – ნიკოლოზსა და მის მეუღლეს, ნანკა ფაღავას, პატარა ალექსანდრე შეეძინათ. ამის შემდეგ ლელასა და მამულიჩას ცხოვრებაში მთავარი გმირი სწორედ შვილიშვილი გახდა.
საზოგადოების სიყვარულს იმსახურებს ლელასა და მამულიჩას ქალიშვილი მარიკო მამულაშვილიც, რომელიც ფოტოგრაფიითაა გატაცებული და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს საკუთარ ნამუშევრებს.
“ძალიან პასუხისმგებლობიანი გოგოა. რაც დრო გადის, უფრო მეტად თავდაჯერებული ხდება და ეს ძალიან მომწონს. ბუნებით საკმაოდ თავმდაბალი, ბავშვური და კეთილია. მოკლედ, კარგი გოგოა“ – ამბობდა მომღერალი.
სულ ცოტა ხნის წინ ლელა წურწუმიამ მსმენელის ყურადღება ახალი სიმღერითა და მუსიკალური კლიპით მიიპყრო. სიმღერის, სახელწოდებით „აღარ მინდა მე შენთან“, მუსიკისა და ტექსტის ავტორი კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილია. ლელა წურწუმიამ კლიპში განსხვავებული იმიჯი მოირგო და მსმენელი, სიმღერასთან ერთად, გამორჩეული ვიზუალითაც აღაფრთოვანა.