კიდევ ერთი ავიაკატასტროფა ინდოეთში – არის მსხვერპლი

კიდევ ერთი ავიაკატასტროფა ინდოეთში – ვერტმფრენი, რომელსაც მომლოცველები გადაჰყავდა, ჩრდილოეთ ინდოეთის შტატ უტარახანდში ჩამოვარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედია ინფორმაციით, ვერტმფრენი აფრენიდან მალევე, ტყიან მასივში ჩამოვარდა. ის ჰიმალაის მთებში, ინდუისტი მომლოცველების ცნობილ ადგილამდე მიფრინავდა.
ვერტმფრენი ადგილობრივი დროით დილის 5:30 საათზე ჩამოვარდა.
ამ დროისთვის, ხელისუფლება ფართომასშტაბიან სამძებრო-სამაშველო ოპერაციას აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა სხეულები ხანძრის შედეგად ძლიერად დაიწვა.
ცნობისთვის, ყოველ ზაფხულს, ათიათასობით ინდუისტი მომლოცველი კედარნათში მიემგზავრება. ბევრი მათგანი, რთულ რელიეფზე ლაშქრობის თავიდან ასაცილებლად, ვერტმფრენებს იყენებს.
რამდენიმე დღის წინ, ინდოეთში, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა მოხდა. Air India-ს თვითმფრინავი დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა, რასაც ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ავიაკატასტროფას თვითმფრინავის მხოლოდ ერთი მგზავრი გადაურჩა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიციური ალიანსის განცხადება: ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას, რაც ცალსახად არის უნგრელი ხალხის მკაფიო და მტკიცე არჩევანი დემოკრატიის მხარდასაჭერად