კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, მართვის სტრატეგია და რეკომენდაციები – წიგნის პრეზენტაცია BTU-ში

კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, მართვის სტრატეგია და რეკომენდაციები – ეს არის მთავარი თემა მონოგრაფიის, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში BTU-ის აფილირებულმა პროფესორმა და საჯარო მმართველობის დოქტორმა ვლადიმერ სვანაძემ წარადგინა.
მონოგრაფიაში აღწერილია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება კიბერუსაფრთხოების კუთხით და სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების როლი აღნიშნული სფეროს განვითარებაში.
როგორც მონოგრაფიის ავტორი განმარტავს, იქიდან გამომდინარე, რომ კიბერუსაფრთხოების შესახებ ქართულენოვანი გამოცემების დეფიციტია, ნაშრომი ახალბედა მკვლევრებსა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტებს მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კიბერუსაფრთხოების საკითხს აკადემიური სფერო პრიორიტეტულად მიიჩნევდეს და შესაბამისად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის როლი კვლევებისა და მომავალი თაობების მომზადების კუთხით მნიშვნელოვანია.
„მონოგრაფია შეეხება მსოფლიოში არსებულ საუკეთესო გამოცდილებებს: -ის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების სამეფოს, სა და სამხრეთ კორეის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკას. ასევე მოცემულია ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკა და მისი სტრატეგია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ნატო-ს მთლიანი სტრატეგია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. მონოგრაფიის ბოლოს კი წარმოდგენილია რეკომენდაციები საქართველოს იმ სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, რომლებიც კიბერუსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებლები“, – განმარტა ვლადიმერ სვანაძემ.
აღსანიშნავია, რომ კიბერუსაფრთხოების კუთხით ბოლო წლების განმავლობაში როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც აღნიშნული სფეროს განვითარებას უწყობს ხელს.
კიბერუსაფრთხოების მიმართ ახალგაზრდა თაობების ინტერესი მზარდია, რასაც ერთი მხრივ, კანონმდებლობის ცვლილება, ხოლო მეორე მხრივ, აკადემიური სექტორის აქტიურობა უწყობს ხელს.
იმისათვის, რომ კიბერუსაფრთხოების სფერო კიდევ უფრო საინტერესო გახდეს სტუდენტებისთვის და უფრო სიღრმისეულად შეძლონ მისი შესწავლა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სამომავლოდ ბევრი აქტივობაა დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”