კიბერსფეროში გლობალური წყვეტა შეეხო ავიარეისებს, მედიას, ბანკებს, ტელეკომუნიკაციებს

აშშ-ის წამყვანმა ავიაკომპანიებმა პარასკევს თვითმფრინავების მიწაზე გაჩერების ბრძანება გასცეს და ამის მიზეზად საკომუნიკაციო საკითხებში არსებული შეფერხება დაასახელეს. მედიაკომპანიები, ბანკები და ტელეკომუნიკაციათა ფირმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასევე იუწყებიან გათიშვებზე, რომლებიც მათ მუშაობას აფერხებს.
გათიშვას ფართო მასშტაბი აქვს. ესპანეთი თავის ყველა აეროპორტში არსებულ “კომპიუტერულ ინციდენტზე” იუწყება, ევროპის მსხვილი ავიაკომპანია Ryanair-ი მგზავრებს აფრთხილებს პოტენციურ წყვეტებზე, რომლებიც შესაძლოა შეეხოს “ქსელში მომუშავე ყველა თვითმფრინავს”.
ავსტრალიაში გათიშვა შეეხო მედიას, ბანკებსა და ტელეკომუნიკაციების კომპანიებს. მთავრობა აცხადებს, რომ ინციდენტი შესაძლოა უკავშირდებოდეს პრობლემას გლობალური კიბერუსაფრთხოების ფირმა Crowdstrike-ში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას