კიასტუტის ბუდრისი – საქართველოში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება – განვიხილავთ საკითხებს სამოქალაქო საზოგადოების დამატებითი მხარდაჭერიდან დაწყებული, სავიზო რეჟიმის გადახედვით დამთავრებული

ლიეტუვის ინიციატივით, ვთავაზობთ ექვს პუნქტს თუ როგორ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ქვეყანაში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება და ახლა სწორი დროა ამის გასაკეთებლად, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, კონკრეტულად რას ითვალისწინებს ლიეტუვის წინადადება, მინისტრმა უპასუხა: „მე მათ ჩემს კოლეგებთან განვიხილავ“.
„სამოქალაქო საზოგადოების დამატებითი მხარდაჭერიდან დაწყებული, საქართველოსთან არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვით დამთავრებული“, – აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, რომელზედაც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მივიღეთ უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით – 2026 წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება