კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს

დედამიწასაზოგადოებაეკოლოგიაSci-Techმეცნიერება
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს
ფოტო: Getty Images
10
წაკითხვა
ადამიანთა სამრეწველო საქმიანობით პროვოცირებული კლიმატის ცვლილების გამო დედამიწის ბრუნვა ისეთი ტემპით ნელდება, რომელიც ბოლო 3.6 მილიონ წელში გამორჩეულად სწრაფია. ამის შესახებ მეცნიერები ახალ კვლევაში გვიყვებიან, რომლის თანახმადაც ზღვის დონის მატება დღეების ხანგრძლივობას ყოველ საუკუნეში 1.33 მილიწამით ზრდის.
დედამიწა უფრო სწრაფად მაშინ ბრუნავს, როცა მისი მასა კონცენტრირებულია. აქამდეც ვიცოდით, რომ წყლის დონის მატება მასის არათანაბარ განაწილებას იწვევს და ბრუნვაზეც ზემოქმედებს, მაგრამ ახალი შედეგები უპრეცედენტო ტემპს გვიჩვენებს. გასათვალისწინებელია, ისიც, რომ ჩვენი პლანეტის მოძრაობაზე მთვარესაც დიდი გავლენა აქვს, რის შედეგადაც დღეების ხანგრძლივობა საუკუნეში დაახლოებით 2.4 მილიწამით იმატებს.
აღნიშნული ეფექტი გლაციალური იზოსტაზიის სახელით ცნობილი ფენომენის გამო გარკვეულწილად ბათილდება. ესაა პლანეტის ქერქის ნელი აღმასვლა, რაც ყინულის საფარის უკუქცევის შემდეგ გრძელდება და დღეების ხანგრძლივობას საუკუნეში დაახლოებით 0.8 მილიწამით ამოკლებს. მნიშვნელოვანია ელ ნინიოც, ანუ ტროპიკული წყნარი ოკეანის მიმდებარედ ქარისა და წყლის ზედაპირის ტემპერატურის ცვლილებები. ის დღეებს საუკუნეში 1 მილიწამით ხანმოკლეს ხდის.
ბოლო დროს დედამიწის ბრუნვაზე ამ ყველა ფაქტორზე მეტად კლიმატის ცვლილება აისახება. მეცნიერებს სურდათ გაეგოთ, მომხდარა თუ არა მსგავსი რამ წარსულში და დაასკვნეს, რომ ეს საკმაოდ ანომალიური პროცესია. მათ ნიჟარიანი ფორამინიფერების ნამარხები შეისწავლეს, რომელთა ჟანგბადის კონცენტრაციის მიხედვითაც მათი სიცოცხლისას არსებული ზღვის დონის გარკვევაა შესაძლებელი. ამის გათვალისწინებით უკვე დღის ხანგრძლივობას ადგენენ.
ანალიზმა აჩვენა, რომ ახლანდელი 1.33-მილიწამიანი კლების ტემპი ბოლო 3.6 მილიონ წელში ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს შორისაა. მაგალითად, 2 მილიონი წლის წინ, ადრეული პლეისტოცენის ეპოქაში, საუკუნეში 2.1-მილიწამიანი კლების ტემპი დაფიქსირდა. ამ დროს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა გაიზარდა და ტემპერატურამაც მოიმატა.
პროგნოზირებენ, რო თუ მავნე აირების ემისია ამჟამინდელი ტემპით გაგრძელდება, შესაძლოა, 2080 წლისთვის საუკუნეში დღეების ხანგრძლივობის 2.62-მილიწამიანი ზრდის ნიშნულს მივაღწიოთ. ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ვიგრძნობთ, მაგრამ ეს იმოქმედებს ისეთ მოწყობილობებზე, რომელთათვისაც ზუსტი დროის განსაზღვრა მნიშვნელოვანია.
ნაშრომი გამოცემაში JGR Solid Earth გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
მეცნიერებმა საწოლის ბაღლინჯოს მოსასპობად უმარტივესი მეთოდი აღმოაჩინეს9968 ნახვა
მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენების კვალს მიაგნეს6555 ნახვა
რაშია ბედნიერების საიდუმლო — რა გვასწავლა 88-წლიანმა კვლევამ3218 ნახვა
ტესტი: გამოიცანი, რამდენ % წყალს შეიცავს ხილი და ბოსტნეული2997 ნახვა
აღმოაჩინეს პატარა დინოზავრი, რომელსაც მულტფილმის პერსონაჟის სახელი დაარქვეს2663 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მეცნიერება
Project Hail Mary-ის მეცნიერება — როგორი შეიძლება იყოს სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლე
Project Hail Mary-ის მეცნიერება — როგორი შეიძლება იყოს სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლე
მეცნიერება
ქვიზი: რეალურია თუ ფანტასტიკა? გამოიცანი თანამედროვე ტექნოლოგიები
ქვიზი: რეალურია თუ ფანტასტიკა? გამოიცანი თანამედროვე ტექნოლოგიები
გადახედვა
მეცნიერება
მეცნიერებმა დისკზე 1949 წელს ჩაწერილი ვეშაპის სიმღერა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა დისკზე 1949 წელს ჩაწერილი ვეშაპის სიმღერა აღმოაჩინეს
გადახედვა
მეცნიერება
შექმნეს კვანტური ბატარეის პროტოტიპი, რომელიც რამდენიმე წამში იტენება
შექმნეს კვანტური ბატარეის პროტოტიპი, რომელიც რამდენიმე წამში იტენება
გადახედვა
მეცნიერება
ემოციური ინტელექტი და ევოლუცია — რა მოგვცა ემოციებმა
ემოციური ინტელექტი და ევოლუცია — რა მოგვცა ემოციებმა
გადახედვა
კოსმოსი
ნახეთ: ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში პომიდორი მოიყვანეს
ნახეთ: ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში პომიდორი მოიყვანეს
გადახედვა
მეცნიერება
ჩინეთში ბიონიკური ფეხების მქონე რობოტი ცხენი წარადგინეს
ჩინეთში ბიონიკური ფეხების მქონე რობოტი ცხენი წარადგინეს
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
როგორ “აღმოჩნდა” კოკაინი, ნიკოტინი და კანაფის ნაერთი ეგვიპტურ მუმიებში?
როგორ “აღმოჩნდა” კოკაინი, ნიკოტინი და კანაფის ნაერთი ეგვიპტურ მუმიებში?
გადახედვა
მეცნიერება
მეცნიერები თანამედროვე ადამიანის წარმოშობას იკვლევენ — როდის და როგორ ჩამოყალიბდა ჰომო საპიენსი
მეცნიერები თანამედროვე ადამიანის წარმოშობას იკვლევენ — როდის და როგორ ჩამოყალიბდა ჰომო საპიენსი
გადახედვა
ფიზიკა
CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერში ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს
CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერში ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს