კვლევების თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ შეგვიძლია იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც კი, რაც მივიღეთ წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ოპოზიციამ რომც მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მათ მაქსიმუმ 3-4 მანდატის მიღება შეუძლიათ საკრებულოებში

კვლევების თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ შეგვიძლია იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც კი, რაც მივიღეთ წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ოპოზიციამ რომც მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მათ მაქსიმუმ 3-4 მანდატის მიღება შეუძლიათ საკრებულოებში
ოპოზიციაში არის უმძიმესი ვითარება და ასე გაგრძელდება ეს პროცესები შემდეგი წლების განმავლობაშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ბუდაპეშტში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს და უნდათ, რომ არჩევნებში არმონაწილეობით თავი დაიძვრინონ მორიგი მძიმე შედეგისგან.
„რეალურად ჩვენ არსებული კვლევების თანახმად, შეგვიძლია იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც კი, რაც მივიღეთ წინა საპარლამენტო არჩევნებზე. შესაბამისად, ოპოზიციას ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, არის ე.წ. ბულინგი ერთმანეთის მიმართ. ორ პარტიას აქვს ნათქვამი, რომ განიხილავს არჩევნებში მონაწილეობას, ორი პარტია ემუქრება ამ პოლიტიკურ გაერთიანებებს, საბოლოო ჯამში ყველამ ვიცით, როგორ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ. შეიძლება, ყველას უთხრან, მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალურ არჩევნებში, შეიძლება, შუაზე გაყონ პოლიტიკური პარტიები. ეს გადაწყვეტილებები არ მიიღება საქართველოში, ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება ქვეყნის გარეთ და ეს პარტიებიც ემორჩილებიან ხოლმე საბოლოო ჯამში გარედან მიღებულ დირექტივებს, რამდენად საზიანოც არ უნდა იყოს მათთვის ერთ ან მეორე გადაწყვეტილება, როცა დავალებას იღებენ, მაშინვე ასრულებენ მას.
რაც შეეხება იმას, რა შეიძლება იყოს ოპოზიციისთვის სასარგებლო, არც ერთი და არც მეორე სცენარი არ არის მათთვის სასარგებლო. არჩევნებში თუ მიიღებენ მონაწილეობას, ამ შემთხვევაში ძალიან მძიმე მარცხისთვის არიან განწირული, თუ არ მიიღებენ, ეს არის ცალკე პრობლემა მათთვის, გამომდინარე იქიდან, რომ საკრებულოს მანდატებსაც დაკარგავენ, რაც პოტენციურად შეუძლიათ მიიღონ. ისინი არ არიან პარლამენტში, შესაბამისად, ვერ იყენებენ საპარლამენტო ტრიბუნას, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმედ აისახება ამ პარტიებზე შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, თუ ისინი დარჩებიან მუნიციპალური ტრიბუნის გარეშეც, ესეც იქნება ძალიან მძიმე მათთვის. თუმცა რომც მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, მათ შეუძლიათ, მაქსიმუმ მიიღონ 3-4 მანდატი მთლიან ოპოზიციას ვგულისხმობ საკრებულოებში“, – განაცხადა ირაკლი მ.
Previous: ოპოზიციის ბრიუსელში ვიზიტიც არის დირექტივის შესრულება, ყველას კარგად ახსოვს, როგორ უპირისპირდებოდა ოპოზიცია ვიზალიბერალიზაციისა და კანდიდატის სტატუსის მიღებას, ხალხი ხედავს, რომ ისინი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ

ასევე დაგაინტერესებთ

სენსაციებზე გამოკიდებაღა რჩება ოპოზიციური აზრის მთავარ მიმართულებად, მორიგი “სიბრძნე” შემოგვთავაზა გიგა ბედინეიშვილმა – ბიძინა ივანიშვილს, თურმე, არ აწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში – ექსპერტთა ნაწილის ორიგინალურობით გატაცება, რომ ხშირად კონსპიროლოგიაში გადადის