კვლავ შეეცდება თუ არა პსჟ-ი კვარაცხელიას შეძენას? – რას წერს ფრანგული გამოცემა

რამდენიმე კვირის წინ ცნობილმა იტალიურმა გამოცემა Corriere dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “პარი სენ ჟერმენმა” “ნაპოლის” “კვარას” სანაცვლოდ 110 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დედაქალაქელები უარით გაისტუმრა.
ფრანგული გამოცემა Butfootballclub-ის ცნობით, პსჟ-მა ხვიჩას ამ ზაფხულს შეძენა საბოლოოდ გადაიფიქრა და მისი ტრანსფერის განხორციელებას 2025 წელს შეეცდებიან.
წყაროს ინფორმაციით, ფრანგული კლუბი ამ ზაფხულს “ლიდსის” შემტევის კრისენსიო სამერვილის დაიმატებს, რომლის ტრანსფერიც პსჟ-ს სავარაუდოდ 20-დან 30 მილიონ ევრომდე დაუჯდება.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” და ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ,
თუმცა ჯერჯერობით მხარეები შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ.