კვლავ ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლით – ბრიტანელი მინისტრი

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთი აცხადებს, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი, დაიცვას ევროპული ღირებულებები და დაიცვას სამოქალაქო საზოგადოება და პრესის თავისუფლება.
საქართველოს შესახებ კითხვა სტივენ დაუთის გაუგზზავნა ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, ლეიბორისტმა რუპა ჰაკიმ. მან მინისტრს ჰკითხა, ბოლო დროს რა განხილვები ჰქონდა მის ქართველ კოლეგასთან ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით.
„მე კვლავ ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლით, ოპოზიციასა და ჟურნალისტებზე თავდასხმებით. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის 11 ივლისის განცხადებაში დაგმობილია საქართველოში ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები. 6 აგვისტოს დიდმა ბრიტანეთმა, მედიის თავისუფლების კოალიციასთან ერთად, დაგმო ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის პოლიტიკურად მოტივირებული ორწლიანი პატიმრობის მისჯა.
საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი, დაიცვას ევროპული ღირებულებები და დაიცვას სამოქალაქო საზოგადოება და პრესის თავისუფლება“, – აცხადებს სტივენ დაუთი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა