კვლავ სერია A-ში – ანტონიო კონტე ახალ კლუბს შეუთანხმდა

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე მომდევნო სეზონში “მილანს” გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაციას Telelombardia ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად დასრულდა და სეზონის დასრულების შემდეგ კონტე პიოლის შეცვლის.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის საკუთარ რიგებში ხილვა “ნაპოლის” პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისსაც სურდა, თუმცა კონტემ “პარტენოპეის” უარი რამდენჯერმე განუცხადა.
ბოლოს ანტონიო “ტოტენჰემს” წვრთნიდა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.