„კვლავ ევროპული მომავლის ერთგული ხართ?“ — დებატები PACE-ში საქართველოზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა ღრმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო, რომელიც, მათი შეფასებით, „სერიოზულ ეჭვს ბადებს“ ქვეყნის ერთგულებაზე ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებებისადმი.
სხდომაზე გააკრიტიკეს როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რუსული ყაიდის „უცხოელი გავლენის გამჭვირვალობის კანონი“, ისე ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და „ქართული ოცნების“ ჰომოფობიური ინიციატივები.
„ჩვენ გვსურს დავუსვათ საქართველოს ხელისუფლებას მარტივი შეკითხვა — კვლავ ევროპული მომავლის ერთგული ხართ? მზად ხართ, შეასრულოთ თქვენი ვალდებულებები ევროპის საბჭოს წინაშე? და თუ ეს ასეა, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ დიალოგს“, — განაცხადა ფრანგმა მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე კლოდ კერნმა.
„სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ PACE-ში ფრენკ შვაბმა თქვა, რომ არ იცის, რატომ უარყოფს საქართველო ევროპის საბჭოს ფასეულობებს.
„ნუ უთხრით ძირს ჩვენს ინსტიტუტებს. ნუ უტევთ ვენეციის კომისიას — მსოფლიოში ყველაზე მაღალი სანდოობის მქონე ორგანიზაციას. დაუბრუნდით ევროპის გზას და პატივი ეცით ჩვენს წესებსა და ღირებულებებს“, — ასეთი იყო შვაბის მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი.
დეპუტატმა ევროპის სახალხო პარტიიდან ინჯერდ შაუმ თქვა, რომ საქართველოში ლიბერალური დემოკრატია და ღირებულებები მძიმე წნეხის ქვეშაა.
„ევროპის საბჭომ უნდა გაუგზავნოს ძლიერი სიგნალი საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათი ქმედებები ეწინააღმდეგება ჩვენს სტანდარტებს“, — განაცხადა შაუმ და თქვა, რომ მათ უნდა იფიქრონ ოლიგარქების ძალაუფლების შემცირებაზე, მათ შორის სანქციების გზით.
„მიხარია, რომ ჩვეულებრივზე დიდ წინასაარჩევნო მისიას გავაგზავნით საპარლამენტო სთვის, ისევე როგორც არჩევნების მონიტორინგის დელეგაციას. ამ არჩევნებისთვის მონიტორინგის წინასაარჩევნო პერიოდი გადამწყვეტი იქნება“, — განაცხადა მან.
“ჩვენ ვიცით, რომ ოლიგარქები, რომელთაც არსებითი სიმდიდრე აქვთ ინვესტირებულ ევროპულ ქვეყნებში, არიან საქართველოში ან ჩემი ძალაუფლების პოზიციაზე. უნდა ვიფიქროთ, როგორ შევზღუდოთ მათი ძალა. სანქციები შეიძლება იყოს ერთ-ერთი ალტერნატივა. ჩვენ გვინდა საქართველო შევინარჩუნოთ ევროპის გზაზე”,- თქვა ინჯერდ შაუმ
დეპუტატმა ALDE-დან ბიარნი ჯონსონმა, თავის მხრივ, იმედი გამოთქვა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ქართველი ხალხისთვის იქნება შესაძლებლობა, გააგონონმათი ხმა და დაბრუნდნენ ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს, როგორც ამას ხალხი იმსახურებს.
მემარცხენეების წარმომადგენელმა ანდრეი ჰუნკომ განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოში საზოგადოების შესაძლო პოლარიზაციით.
„საქართველოს რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაშია და ყოველთვის მესმოდა, რომ მთავრობა ცდილობს, პრაგმატული პოლიტიკა გაატაროს. საქართველოში ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციაა გარედან დაფინანსებული და შემიძლია გავიგო გამჭვირვალობის სურვილი. არ ვიცი, ეს სურვილი გამჭვირვალობაზე შორს მიდის თუ არა. კრიტიკული ვარ და პრობლემური მგონია საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებიც. თუმცა როცა საუბარია ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე, არა მგონია ეს ჩვენი ასამბლეის განსახილველია“, — განაცხადა ჰუნკომ და დასძინა, რომ არ ემხრობა სანქციებს ან ქვეყნის გარიცხვას PACE-დან.
„ქართული ოცნების“ პოზიციები სხდომაზე დაიცვა დეპუტატმა გივი მიქანაძე და თქვა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის და სტაბილურობის დასაცავად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღება საჭირო გახდა ბევრი მიზეზის გამო>
მაგალითად მოიყვანა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა (იგულისხმება ISFED) არჩევნების პარალელური დათვლის ყალბი შედეგები წარმოადგენდეს. მეორე შემთხვევა, მიქანაძის თქმით, უკავშირდებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რომელზეც საქართველოს „უსამართლოდ ეთქვა უარი“ 2022 წელს და არასამთავრობოებმა დააორგანიზესაქციები ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით.
„ამ პროცესმა ნათელი გახადა, რომ ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადალახა ნეიტრალობის ხაზი და პოლიტიკაში ჩაება. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც არასამთავრობოები და მედია ორგანიზაციები გამოიყენებოდა ოპოზიციური პარტიების არაპირდაპირი დაფინანსებისთვის. ოპოზიციურმა პარტიებმა დააფუძნეს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც დიდი დაფინანსება მიიღეს“, — თქვა მიქანაძემ.
მან თავისი გამოსვლა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისადმი მილოცვით დაიწყო. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი შეუერთდა მილოცვას და დასძინა: „ვითხოვთ სამართლიანი თამაშს არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ საქართველოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე არჩევნებზე“.
„ვეთანხმები პრეზიდენტს — ჩვენ გვჭირდება სამართლიანი თამაში როგორც ფეხბურთში, ისე პოლიტიკაში. ეს არის გზავნილი საქართველოსადმი“, — დაამატა დეპუტატმა EPP-დან საარა-სოფია სირენმა.
„ქართული ფეხბურთი არის „სუპერ“ და ეს კარგი ამბავია, მაგრამ ეს ერთადერთი კარგი ამბავია დრეს საქართველოსთვის. იმიტომ რომ, რასაც საქართველოში ვხედავთ, ეს ეხება არა რამდენიმე კანონს, არამედ ეს არის დამოუკიდებლობის დაკარგვას. ჩვენ ვხედავთ საქართველოს ბელარუსიზაციას. რუსი ოლიგარქი ივანიშილი ღიად ამართლებს ს აგრესიას არათუ უკრაინის, არამედ საქართველოს წინააღმდეგ“, — განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა ალექსი გონჩარენკომ და დასტურად მოიყვანა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ს გამოსვლა 29 აპრილს.
მაშინ ივანიშვილმა 2008 წლის — საქართველოს და 2014 და 2022 წლების უკრაინის ომებში არა რუსეთი, არამედ „გლობალური ომის პარტია“ დაადანაშაულა.
კიდევ ერთმა უკრაინელმა დეპუტატმა მარია მეზენცევამ ხაზი გაუსვა, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, გეოპოლიტიკური საკითხია.
კლოდ კერნის (ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის, საფრანგეთი) და ედით ესტრელას (სოციალისტები, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი, პორტუგალია) ანგარიშის საფუძველზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს მიიღო რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე. რეზოლუციით ასამბლეამ საქართველოს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გააუქმოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც „შეუთავსებელია ევროპის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან“. შეშფოთება გამოთქვა მომიტინგეების, მედიის, სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობის შემთხვევების გამო.
ცნობისთვის, „ქართულ ოცნება“ ეწინააღმდეგებოდა დღეს სტრასბურგში საქართველოს საკითხზე დებატების გამართვას, ამბობდა რა რომ არჩევნებამდე 4 თვით ადრე ასეთი დებატები შეიძლება აღქმული იყოს საარჩევნო პროცესში ჩარევად, თუმცა PACE-მ ეს პოზიცია არ გაიზიარა.

ასევე დაგაინტერესებთ