კვირკველიამ რონალდოს წინააღმდეგ ითამაშა – პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში “ალ ნასრმა” საკუთარ მოედანზე “ალ ოხდუდი” 3:0 დაამარცხა.
რონალდომ დუბლი შეასრულა და 15 გოლით ბომბარდირია. ყველა ტურნირზე “ალ ნასრში” მან 43 მატჩში 38 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.
“ალ ოხდუდში” შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ, რომლის თამაში Sofascore-მა 6.6 ქულით, ხოლო Flashscore-მა 6.3 ქულით შეაფასა. რა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რონალდო დაასახელეს, ხოლო სტუმართა რიგებში საუკეთესო 35 წლის ბრაზილიელი მეკარე პაულო ვიტორი იყო.