“კვირას, 28 სექტემბერს, 18:00 საათზე შევიკრიბოთ სპორტის სასახლესთან და ვაჩვენოთ მთელს ქვეყანას, რომ ბათუმში თუ 50 კურიერია მჩაგვრელების მხარეს, თბილისში ხუთჯერ მეტია ნათელ მხარეს!”

“მთელმა ქვეყანამ იხილა ს ქუჩებში მოსეირნე კურიერები, რომლებიც ქართული ოცნების დროშებით გადაადგილდებოდნენ.
ამან საზოგადოების სხვდასხვაგვარი დამოკიდებულება გამოიწვია და სოც. ქსელებში კურიერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააჟღერდა.
საკურიერო სფეროში უამრავი ღირსეული ადამიანი მუშაობს. უამრავ ღონისძიებებში მიგვიღია მონაწილეობა და ერთ-ერთი იყო ნამოხვანის პროტესტი, სადაც 300-მდე კურიერი გამოვიდა. იყო ევოლუშენში გაფიცული თანამშრომლების მიმართ სოლიდარობა და ბოლოს, მაღაროელების მხარდაჭერა. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, თავად კურიერები ვართ დაზარალებულები არასწორი და მოღალატეობრივი პოლიტიკით.
უამრავი უცხოელი კურიერი დაასაქმეს, რომლებსაც კანონით მუშაობა ეკრძალებათ. ქართულმა ოცნებამ ეროვნული დისბალანსის შექმნა დაიწყო და გაღატაკებულ ქართველებს უცხოელ კურიერებთან კონკურენტულ გარემოს უქმნის. არარსებულ შრომითი კანონის პირობებში, ქართველს აღარ უღირს აქ მუშაობა და ქვეყანას ტოვებს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, არცერთი ჯანსაღი კურერი ამ მოღალატე ძალას არ დაუჭერს მხარს!
კურიერების შეურაცხყოფის უფლება არავის არ აქვს და ჩვენს სათქმელს აუცილებლად ვიტყვით!
კურიერთა პროფკავშირის გაერთიანებასთან ერთად, ვაორგანიზებთ დიდ შეკრებას!!!
კვირას, 28 სექტემბერს, 18:00 საათზე შევიკრიბოთ სპორტის სასახლესთან და ვაჩვენოთ მთელს ქვეყანას, რომ ბათუმში თუ 50 კურიერია მჩაგვრელების მხარეს, თბილისში ხუთჯერ მეტია ნათელ მხარეს!
მოვიტანოთ საქართველოს დროშები და გასაგებად ვთქვათ, აქ პარტიული დროშები სულ დაბალ ტარიფებზე გვკიდია!”
– წერია აქციის ანონსში.