16-17 ნოემნრის ღამით რუსეთის არმიამ შავი ზღვის აკვატორიიდან ისევ შეუტია უკრაინას “კალიბრის”ტიპის ფრთოსანი რაკეტებით. უკრაინის საჰაერო ძალებმა განგაში გამოაცხადეს დნეპრის აღმოსავლეთით ქვეყნის ყველა რეგიონში. რუსებმა გამოიყენეს ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალიც“
აფეთქებები იყო ოდესაში, ზაპოროჟიეში, დნეპრში, კრივოი როგსა და ჩერკასის რეგიონში.
ღამით უპილოთო სარენი აპარატებით უტევდნენ ჩერკასის, კიევისა და პოლტავის რეგიონებს.
კიევში რაკეტა მოხვდა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, გაჩნდა ხანძარი. არიან დაშავებულები.
ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ცნობით, ნიკოლაევში „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო თვითმფრინავების ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ქალი, დაშავდა ორი ზრდასრული და ორი ბავშვი.
უკრაინის მხარის ცნობით, ღამით უკრაინის მიმართულებით რუსებმა 45 რაკეტა გაისროლეს. მათი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვის რეჟიმი დაწესდა. ოდესაში ყველა ელექტრო ტრანსპორტი გაჩერდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ დღევანდელი თავდასხმას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უწოდა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური მიმდინარე ომის ისტორიაში.
რუსეთი ყოველდღე ბომბავს უკრაინას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ის მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ესხმის. მოსკოვი არ აკეთებს კომენტარს სამოქალაქო მსხვერპლზე ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე.
ფორუმი