კვიპროსში საქართველოს საელჩო ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და საელჩოს ცხელი ხაზის ნომერს ავრცელებს

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.
დიპლომატიური უწყების ცნობით, პაფოსისა და ლიმასოლის მუნიციპალიტეტებში, ასევე კვიპროსის ცენტრალურ მაღალმთიან რეგიონში, კვლავ მიმდინარეობს მასშტაბური ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები.
კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საელჩოს ცხელი ხაზის ნომერს ავრცელებს.
„პაფოსისა და ლიმასოლის მუნიციპალიტეტებში, ასევე კვიპროსის ცენტრალურ მაღალმთიან რეგიონში, კვლავ მიმდინარეობს მასშტაბური ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები.
გთხოვთ, არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი მუშაობს უწყვეტ რეჟიმში: +357 96 808844“,-აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.