კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების “ჩაწყობაში” ფიგურირებდა

კვიპროსში საფეხბურთო კლუბ „კარმიოტისას“ პრეზიდენტი სტავროს დემოსფენუსი მოკლეს, – იტყობინება Cyprus Mail-ი.
49 წლის ბიზნესმენს საკუთარ სახლთან რამდენჯერმე ესროლეს, როცა მანქანაში ჩაჯდა. შვილმა მამის საავადმყოფოში გადაყვანა სცადა, მაგრამ ის გზატკეცილზე გზაში გარდაიცვალა.
პოლიცია მიიჩნევს, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო. კვიპროსული მედიის ცნობით, დანაშაულის ერთ–ერთი შესაძლო მოტივი გარიგებული მატჩების ჩატარებაა. „კარმიოტისა“ უეფას ანგარიშებში თამაშების პოტენციურად „ჩაწყობაში“ ფიგურირებდა, თავად დემოსფენუსს კი საბუქმეკერი კომპანია Pin-Up-სთან აკავშირებენ.
“კლუბმა ტრანსფერებზე ბრწყინვალედ იმუშავა, მაგრამ შედეგები არ გვაქვს” – ვან დაიკი
“ლივერპულის” ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელია” – რუმინეთის ნაკრების ყოფილი მეკარე იურგენ კლოპზე
“ვის ადარდებს, რომ რუსული პასპორტი მაქვს?! გავაგზავნე მონაცემები და…” – როგორ მოხვდა რუსი მუსიკოსი თურქეთთან მატჩზე ქართველი ფანების სექტორში და რას ჰყვება ის
ქვილითაიამ გაიტანა – “აპოელი” გალიდერდა