კვიპროსი შესაძლოა შენგენის ზონაში 2025 წელს შევიდეს

კვიპროსი მალე შეძლებს შენგენის ზონაში გაწევრიანებას. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. ევროკომისიის ხელმძღვანელის, ს განცხადებით, კვიპროსი შესაძლოა გახდეს შენგენის შეთანხმების სრულუფლებიანი წევრი 2025 წელს.
ახალი ქვეყნების შენგენში გაწევრიანება მოითხოვს ევროკავშირის საბჭოს ერთსულოვან გადაწყვეტილებას. კანდიდატმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს რიგი მოთხოვნები, მაგალითად ის, რაც დაკავშირებულია კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასთან.
კვიპროსი შენგენის ზონაში გასაწევრიანებლად 2019 წლიდან ემზადება. ის უკვე შეუერთდა შენგენის საინფორმაციო სისტემას (SIS I1), რაც მას აძლევს წვდომას იმ პირების მონაცემებზე, რომლებსაც ეკრძალებათ შენგენის ზონაში შესვლა ან ცხოვრება.
შენგენის ზონა 1985 წელს გაჩნდა. ამჟამად ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, კვიპროსის და ირლანდიის გარდა, შენგენის ნაწილია, რომელშიც ასევე შედის ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტეინი.