კვიპროსი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

კვიპროსი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. კვიპროსმა დღეს დანიისგან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა მომდევნო ექვსი თვით ოფიციალურად გადაიბარა.
კვიპროსის თავმჯდომარეობის განცხადებით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში პრიორიტეტი ევროკავშირის ავტონომიურობა იქნება.
„უფრო ავტონომიური კავშირი აუცილებელი საშინაო ძალის ჩვენებას შეძლებს, რათა საგარეო პარტნიორებთან ითანამშრომლოს და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებლად იმოქმედოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კონსტანტინოს კომბოსმა The Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი კვლავ უკრაინას დაეთმობა.
„დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინას ეხება და ეს ასე დარჩება. კვიპროსმა იცის რას ნიშნავს სამხედრო კონფლიქტები და ოკუპაცია, თუმცა ჩვენ გვსურს, რომ ყურადღება ახლო აღმოსავლეთის რეგიონზეც გავამახვილოთ, რადგან კვიპროსს ამ რეგიონის ნაწილადაც მივიჩნევთ“, – აღნიშნა კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)