კვიპროსის უდიდესმა ბანკმა – Bank of Cyprus-მა რუსეთი დატოვა

კვიპროსის უდიდესმა ბანკმა Bank of Cyprus-მა თავისი წარმომადგენლობა დახურა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში და საბოლოოდ დატოვა რუსული ბაზარი. ამის შესახებ The Moscow Times-ი წერს. გამოცემა ს ცენტრალური ბანკის მონაცემებს ეყრდნობა და წერს, რომ ამ მომენტიდან ბანკი წყვეტს ქვეყანაში საკუთარი ფილიალების აკრედიტაციას.
2024 წლის დასაწყისიდან ეს არის უცხოური ბანკის მესამე წარმომადგენლობა, რომელიც დაიხურა რუსეთში. მათი საერთო რაოდენობა რუსეთში 23-მდე შემცირდა.
რამდენი ბანკი დაიხურა რუსეთის ფედერაციაში ომის დაწყების შემდეგ?
2022 წლის დასაწყისისთვის აკრედიტებული წარმომადგენლობების რეესტრში 37 უცხოური საკრედიტო დაწესებულება იყო. ში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს დაიხურა ცხრა; 2023 წელს – სამი; 2024 წლის დასაწყისიდან – სამი. 2022 წლიდან მხოლოდ ერთი ახალი წარმომადგენლობითი ოფისი გაიხსნა – Айыл банк-ი.
რუსეთში დასავლური ბანკების ბიზნესის მოცულობის შემცირება დაკავშირებულია სანქციებთან, უცხოური ბიზნესის გადინებასა და სავაჭრო ბრუნვის შემცირებასთან.
Raiffeisenbank International-ის მონაცემები აჩვენებს, რომ 2023 წლის ბოლოსთვის რუსეთში უცხოური საკრედიტო ინსტიტუტების აქტივები $66 მილიარდამდე შემცირდა. ეს 2021 წელთან შედარებით (119 მილიარდი დოლარი) და თითქმის ოთხჯერ ნაკლებია, ვიდრე 2012 წელს (239 მილიარდი დოლარი).
რაც შეეხება Bank of Cyprus-ს, ის 1899 წელს დაარსდა. ახორციელებს ოპერაციებს დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, საბერძნეთში, რუმინეთსა და რუსეთში.