კვიპროსის უდიდესი ბანკი Hellenic-ი რუსების ანგარიშებს ხურავს

კვიპროსში მცხოვრებმა ასობით რუსმა კვიპროსის უდიდეს ბანკ Hellenic-ში თავისი ანგარიშები დაკარგა. ამის შესახებ The Moscow Times-ი კომპანია Main Partner Trust-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომელიც კვიპროსში იურიდიულ და საკონსულტაციო მომსახურებას ახორციელებს.
საუბარია „კვიპროსული საბუთების მქონე“ მოქალაქეებზე, რომლებიც ს საგადასახადო რეზიდენტები არ არიან. ანგარიშების დახურვა ასევე შეეხო მათ მოქმედ კომპანიებს. ბანკმა გადაწყვეტილების მიზეზები არ დაასახელა.
Hellenic, აქტივების მიხედვით, მეოთხე უდიდესი ბანკია კვიპროსში. მანამდე საკრედიტო ინსტიტუტმა განაცხადა, რომ აპირებს დაექვემდებაროს ს წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო.
საბერძნეთის ბანკი მომხმარებელს არა მხოლოდ ტრადიციულ საბანკო პროდუქტებს სთავაზობს, არამედ ფინანსური მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის – დაზღვევას, პორტფელის მენეჯმენტს, საინვესტიციო აქტივობებს და სხვა.
გასული წლის აპრილში, კვიპროსის კიდევ ერთმა დიდმა ბანკმა, Bank of Cyprus-მა, გამოაცხადა 4000 რუსული ანგარიშების დახურვის შესახებ. გადაწყვეტილება შეეხო რუსეთის ფედერაციის მაცხოვრებლებს, რომლებმაც მიიღეს შემოსავალი სანქცირებული ბიზნესიდან, ასევე მათ, ვისაც აქვს ბინადრობის ნებართვა.
2014-2022 წლებში ს ანექსიის შემდეგ, კვიპროსის ბანკებმა დახურეს რუსი კლიენტების ანგარიშების 82%-ი. დეპოზიტების მოცულობა კი ოთხჯერ – 76%-ით გაიზარდა. საერთო ჯამში, 60 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, უარი ეთქვა საბანკო მომსახურებაზე. ხელისუფლებამ კვიპროსიდან „გამოძევებული“ სახსრების მოცულობა 43,5 მილიარდ ევროდ შეაფასა.