კვესიტაძე ახმოვანებს მთელი რადიკალური ე.წ “ოპოზიციის” აზრს – განცხადების ავტორებს მინდა ვუთხრა, ტიტუშკები რუსულ ფულთან ერთად, თქვენს ბინძურ ბანაკში მოიკითხეთ

კვესიტაძე ახმოვანებს მთელი რადიკალური ე.წ “ოპოზიციის” აზრს – განცხადების ავტორებს მინდა ვუთხრა, ტიტუშკები რუსულ ფულთან ერთად, თქვენს ბინძურ ბანაკში მოიკითხეთ
ნუ უყურებთ ამ ძალადობრივ განცხადებას ისე როგორც კვესიტაძის პირად კრეატივს. არა, ის უბრალოდ ახმოვანებს მთელი რადიკალური ე.წ “ოპოზიციის” აზრს, – ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის მიერ “იმედის” ჟურნალისტების სიის გამოქვეყნებას.
მისი თქმით, “ტიტუშკები” და რუსული ფული სწორედ ამ ძალადობრივი განცხადების ავტორების და მათი ამფსონების ბანაკშია. “ნუ უყურებთ ამ ძალადობრივ განცხადებას ისე როგორც კვესიტაძის პირად კრეატივს. არა, ის უბრალოდ ახმოვანებს მთელი რადიკალური ე.წ “ოპოზიციის” აზრს.
რაც შეეხება კონტენტს, არის მათ ჩვეულ სტილში და დასაგმობია, როგორც წუხანდელი ძალადობა. ამ ძალადობრივი განცხადების ავტორებს მინდა კიდევ ვუთხრა, აქ ჩამოთვლილი ადამიანების ერთი თმის ღერადაც არ ღირხართ მთელი თქვენი ამფსონებიანად. თქვენი ბულინგი ვერავის ვერაფერს ვერ დააკლებს. ტიტუშკები და რუსის გარეწრები, რუსულ ფულთან ერთად, თქვენ ბინძურ ბანაკში მოიკითხეთ.” – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში