კვერცხზე ფასების ზრდის გამო რუსეთში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

რუსეთის ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კიროვის რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმში ქათმის კვერცხის ოთხი მწარმოებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გახსნა. ამის მიზეზად სახელდება ამ კომპანიების მიერ სარეალიზაციო ფასების მკვეთრი ზრდა. ვინაიდან კომპანიებმა ფასები ერთდროულად გაზარდეს, ანტიმონოპოლიური სამსახური ეჭვობს, რომ მათ შორის ადგილი ჰქონდა კარტელურ გარიგებას.

სააგენტო „ტასსი“, ანტიმონოპოლიური უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ანექსირებულ ყირიმში ორი ფირმის-„პატრიოტისა“ და „ოქტიაბრსკოეს“ ერთობლივმა საწარმოებმა – სინქრონულად გაზარდეს ფასები სხვადასხვა კატეგორიის კვერცხებზე, ამასთანავე ფასების ზრდამ 94 პროცენტს მიაღწია. ფასების ზრდა 60 პროცენტით დაუშვეს კიროვის რეგიონში მოქმედმა „სოვეტსკაია აგროფირმამ“ და ვიაცკო-პოლიანსკაიას მეფრინველეობის ფერმამ. ანტიმონოპოლიური ფედერალური სამსახური შეამოწმებს, თუ რამდენად დასაბუთებული იყო კომპანიების გადაწყვეტილებები გასაყიდი ფასების გაზრდის შესახებ.
ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთში სურსათის გაძვირდა, მაგრამ ყველაზე მეტად ქათმის კვერცხების ფასმა მოიმატა. სააგენტო
„როსსტატის“ მონაცემებით, ნოემბერში კვერცხის ფასი 15.1 პროცენტით გაიზარდა, წლის დასაწყისიდან 35.5 პროცენტით, ხოლო წლის განმავლობაში – 40.3 პროცენტით. არსებობს ცნობები ს ქალაქებში შედარებით იაფი კვერცხებისთვის წარმოქმნილი დიდი რიგების შესახებ, ზოგიერთმა მაღაზიამ შეზღუდა ერთ ხელზე გასაყიდი კვერცხების რაოდენობა, ხოლო რუსეთის ზოგიერთ რეგიონში საცალო ქსელებში კვერცხებს ცალობითაც ყიდდნენ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 14 დეკემბერს მოსახლეობასთან „პირდაპირი ხაზისა“ და დასკვნითი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ქვეყანაში ქათმის კვერცხის ფასის მატება მოსახლეობის შემოსავლების მატებას უკავშირდება. მისივე თქმით, მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა, ხოლო ხელისუფლებამ დროულად ვერ იზრუნა კვერცხის იმპორტის გაზრდაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება